დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს ახლი პარლამენტი შემოდგომის სესიას დახურავს და მუშაობას საგანგებო სესიების ფორმატში გააგრძელებს.
რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს მათვერდება.
დღეს პარლამენტში დაგეგმილია განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის ისევე, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომები. დღესვე გაიმართება ბიუროს შეხვედრა.
დეკემბრის ბოლოს პარლამენტი ნდობას გამოხატავს მინისტრთა კაბინეტის მიმართ და მიიღებს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც რიგგარეშე სხდომის რეჟიმში გაიმართება.