სასტუმროში Holiday Inn -ში დღეს, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე, რომლის მხარდამჭერი გაეროს განვითარების პროგრამაა, საქართველოს და სომხეთის ადგილობრივ ხელისუფლებათა წარმომადგნლებმა ერთმანეთს გაუზიარეს წარმატებული გამოცდილება, დაიგეგმა ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. თანამშრომლობა დაისახა შემდეგი მიმართულებებით: მუნიციპალური მომსახურებები, ტურიზმი და მცირე ბიზნესი, მწვანე ეკონომიკა.
ფორუმის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი.
საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია და სომხეთის თემთა კავშირი.