ზოგიერთი ინფიცირებული მალავს თავის დაავადებას, ამას “სამარცხვინოდ” მიიჩნევს და სახლიდან გადის, კონტაქტი აქვს ყველასთან, თავისუფლად დადის მაღაზიებში, ბაზრებში, აფთიაქებში და ბევრ სხვა ადგილას უწევს ყოფნა, რამაც კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობის ზრდასა და გავრცელებაზე კონტროლის დაკარგვას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.
JNEWS–ის თანამოსაუბრეა NEOLAB– ის ლაბორატორიის ინფექციური დაავადებების ექიმი მაია ბუწაშვილი. ექიმს არსებულ ვითარებაზე, კორონავირუსთან ბრძოლაზე, მკურნალობის მეთოდებსა და სათანადო კვებაზე ვესაუბრეთ.
– ქალბატონო მაია, ქეისების ლაბორატორიული დადასტურების არარსებობის გამო, ბევრი ინფიცირებული არ არის შესაბამისი ორგანოების კონტროლის ქვეშ. რამდენ ხანს შეიძლება ეს გავრცელების წყარო იყოს, რამდენ ხანს რჩება COVID-19 ვირუსი მათ ორგანიზმში?
– ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრ რეგიონში, სხვათაშორის ახალქალაქშიც, არის მსგავსი სიტუაცია, რომ პაციენტები არ არიან სათანადო მეთვალურეობის ქვეშ. ეს ნაწილობრივ იმით იყო გამოწვეული, რომ დიაგნოსტიკის საშუალებებე, როგორიცაა PCR ტესტი, ყველგან არ კეთტება ასე მარტივად და ბევრი რაიონისთვის ხელმისავწდომი არ არის. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. ახლა ამის გამოსწორებას ვიმედოვნებთ, რადგან პოლიკლინიკებს დაურიგდათ, ეგრეთ წოდებული “სწრაფი ტესტები”, რომელიც შესაძლებელია გაკეთდეს მარტივად, პასუხი 20 წუთში დგინდება, არ საჭიროებს აპარატურას და წესით თქვენ რაიონშიც უნდა იყოს ხელმისავწდომი. ეს დიაგნოსტიკას და იმფიცირებულთა გამოვლენას გაამარტივებს. რაც შეეხება ინფიცირებულებს, რა თქმა უნდა მათი ქუჩაში ყოფნა დაუშვებელია, ისინი თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ და სხვა ადამიანები ინფიცირებისგან უნდა დაიცვან. თვითიზოლაციის წესები შემდეგია: თუ ადამიანს სიპმტომები არ აქვს და შემთხვევით კოვიდ დადებითად გამოვლინდა, და ვიცით, რომ ბევრია ასეთი შემთხვევა, ის დიაგნოზის დასმიდან, ანუ ტესტის დადებითი პასუხის მიღებიდან, თვითიზოლაციაში 10 დღე უნდა რჩებოდეს. ისინი, ვისაც სიმპტონმები აქვს, ათვლა სიმპტომების გამოვლენის პირველი დღიდან უნდა ხდებოდეს, ანუ სიპმტომების დაწყებიდან 10 დღე უნდა იყოს გასული, თუმცა სიმპტომების დასრულებიდან კიდევ სამი დღე უნდა გავიდეს, ანუ ეს ორივე პირობა უნდა შესრულდეს. თუ პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია და ჰოსპიტალიზირებულია, ასეთ დროს ეს ვადა 20 დღემდე გახანგძლივდება. წარმოუდგენელია,რომ კოვიდ დადებითი პაციენტი საზოგადოებაში თავისუფლად დადის, იმიტომ რომ, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანებისთვის ქმნის პრობლემას და მათთვის რისკს წარმოადგენს. პაცინეტი 10 დღეა გადამდები.
-ბევრი ადამიანი ვერ უკავშირდება ონლაინ-კლინიკების ექიმებს, აღნიშნული პირები დამოუკიდებლად არ უნდა მკურნალობდნენ, რა უნდა გააკეთოს ასეთ შემთხვევებში ადამიანმა?
– დადგენილი წესის შესაბამისად, 112-მა უნდა აცნობოს ონლაინ–კლინიკას კონკრეტული უბნის შესახებ, სადაც მორიგე ექიმებს ტელეფონით უკავშირდებან, ექიმი ურეკავს პაციენტს და სამ დღეში ერთხელ ეკონტაქტება მას, რათა გააკონტროლოს, თუ არის პაციენტი მაღალი რისკის ქვეშ. ამასთანავე, ზოგჯერ ხდება ისე, რომ პაციენტს ყოველდღე ესაჭიროება მიმართოს “ოჯახის ექიმს”. თუმცა, ვინაიდან ონლაინ- კლინიკების რაოდენობა შეზღუდულია და მათი რაოდენობა საკმარისი არ არის, სინამდვილეში ეს ექიმები ძალიან დატვირთულები არიან და დასარეკად ვერ იცლიან, თორემ თითოეული რეგისტრირებული შემთხვევა მაშინვე შემოდის.
– რას ურჩევდით პაციენტებს, რომლებიც სახლში რჩებიან, როგორ იზრუნონ საკუთარ თავზე?
-უპირვლესყოვლისა, უნდა გაითვალისწინონ, რომ სულ ლოგინში არ უნდა იწვნენ, იმიტომ რომ ჩვენთან მიღებულია, რომ თუ ავად ხარ უნდა ჩაწვე ლოგინში, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს პირიქით საშიშია, რადგან მუდმივად წოლით მდგომარეობაში შეიძლება ეს დაავადება გართულდეს, სხვადასხვა ტრომბოზული გართულებები მოჰყვეს, ამიტომ ოთხაში მაინც უნდა ვიმოძრაოთ.
-მეორე: კიდევ ერთი შეცდომაა, როდესაც ადამიანი არის ავად, თვითონ ან მისი ოჯახის წევრები ცდილობენ, რომ ჩაათბონ, ავადმყოფი მაქსიმალურ სითბოში ჰყავდეთ. ამ შემთხვევაში კი, თუ პაციენტს მაღალი სიცხე აქვს, პირიქით ეს ცუდია, ის გადახურდება და ამიტომ უნდა გავაგრილოთ. ამას გარდა, ვინაიდან, ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია გაძნელებული სუნთქვა, პირიქით ფანჯრები უნდა გავაყოთ, ვასუნთქოთ ღრმად, იმისთვის, რომ ჟანგბადის გარეშე არ დაგვრჩეს. თუ არის ამის საშუალება, არსებოს პატარა მოწყობილობა, ჰქვია პულსოქსიმეტრი, რომელიც თითზეა ჩამოსაცმელი და ჟანგბადის კონსენტრაციას ზომავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ამას პერიოდულად გავზომავთ, არ გაგვეპარება ის მომენტი, როდესაც შესაძლოა უცბად ჟანგბადი დონემ დაიწიოს და ადამიანს სუნთვის უკმარისობა დაეწყოს, რაც ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს.
-აუცილებელია კარგი კვება. უნდა ვიკვებოთ კარგად, დიეტის დრო არ არის, სითხე უნდა მივიღოთ ორ ლიტრამდე და კარგია თუ სახლში გვექნება გასაბერი ბუშტები და გავბერავთ, რითაც ვავარჯიშებთ ფილტვებს.
-ნუ შეგვეშინდება სიცხის, ეს ჩვეულებრივი სიმპტომია. სიცხის დროს შეიძლება გამოვიყენოთ იბუპროფენი, პარაცეტამოლი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ ანტიბიოტიკები, ჰორმონები ექიმის დანიშნულების გარეშე არ გამოვიყენოთ. ვიტამინები ის თემაა, რომელიც რეალურად მავნებელი არ არის და არ აწყენს პაციენტს, ძალიან იშვითია ალერგიები. მართალია არ არსებობს რაიმე სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ვიტამინები კოვიდიგან გვიცავენ. საქართველოში გავრცელებულია “დ” ვიტამინის დეფიციტი, იმ ადგილებში სადაც უფრო ნაკლებად არის მზიანი დღეები. მოკლედ, ვიტამინების მიღება ცუდი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევში იმისი ილუზი არ უნდა გვექმნებოდეს, რომ ეს კორონავირუსისგან განსაკუთრებულად გვიცავს.
– რა სიმპტომები უნდა გამოავლინოს ინფიცირებულმა პაციენტმა იმისათის, რომ ის იყოს ჰოსპიტალიზირებული?
– არსებობს სპეციფიური ნიშნები, როდესაც ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკაში. მე რამდენიმე მათგანს ჩამოთვლი, მაგალითად თუ პულსოქსიმეტრი 92-ის ქვემოთ რამდენჯერმე ჩამოდის და ღრმად ჩასუნთქვითაც არ სწორდება, მაშინ ეს პაციენტი რისკის ჯგუფშია, მას სუნთქვის უკმარისობა განუვითრდება და სჯობს გადავიდეს ჰოსპიტალში.
განსაკუთრებით თუ ინფიცირებული რომელიმე რისკის ჯგუფშია: ასაკი 65 წელზე მეტია, მოუწესრიგებელია წნევა, აქვს დიაბეტი ან სიმსივნე, გულის დავაადებები და ასე შემდეგ, ან ორსულია, ან ჩვილი 12 თვემდეა, განსაკუთრებით ამ კატეგორიისთვის ძალიან საშიშია, თუ ჟანგბადის დონე დავარდება. ასევე გასაფრთხილებელია ძალიან გახშირებული სუნთქვა, ადამიანებმა უნდა იცოდნენ თავისი სუნთქვის დათვლა, წუთში რამდენჯერ ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ, 30-ზე მეტი არის უკვე ძალიან საშიში სიმპტომი, 25-ზე მეტიც საყურადღებოა ისევე, როგორც ტუჩების და თითების სილურჯე. ასევე, თუ ადამიანი მივარდნილია და ოჯახის წევრები მას ვერ აფხზილებენ, მაშ ძირითადად ეს საგანგაშო ნიშნებია.
– სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ანალგინ-დიმედროლის და დექსამეტაზონის ინექცია. არავითარი სისხლში ჟანგბადის გაზომვა ან ფილტვების საწყისი გამოკვლევა. რატომ ხდება ასე, კორონავირუსთან ბრძოლისათვის სასწრაფო დახმარების გადამზადება არ უნდა მოხდეს?
-ზოგადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარების მანქნები ფაქტიურად უკვე გადამზიდავ მანქანებად ვაქციეთ, რაც ძალიან სამწუხაროა, იმოტომ რომ იქ ძალიან დიდი რესურსი იფლანგება. სასწრაფო დახმარება უფრო ფუნქციური ანუ უფრო ქმედითი უნდა გავხადოთ. ამაზე ბევრს საუბრობენ და იმედია გადაიდგმევა ნაბიჯები, სათანადო აღიჭურვილობას შეიძენენ. თვითონ სასწრაფო დახმარების ექიმებიც ცუდ დღეში ჩავარდნენ, იმიტომ რომ არც მათი დატრენინგება მომხდარა დიდად, პირდაპირ ჩააბარეს ამ პაციენტებს და თან თავადაც ადვილად ინფიცირდებიან. ამიტომ ამაზე საუბარი არის, ყველამ იცის, რომ ეს პრობლემაა და იმედია, რომ თანდათანობით ის გამოსწორდება.
– კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვა სპეციალურ პირობებში ხდება. ამასთან, COVID-19–ის მრავალი დაუდგენელი შემთხვევის გამო, გარდაცვლილის დაკრძალვა ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს, რა საფრთხე იქმნება აქ?
– თუ ადამიანს ვთქვათ სიცოცხლეში არ ჰქონდა დადასტურებული კოვიდი, სამწუხაროდ იქ ვერავინ ვერაფერს ვერ გახდება, იმტომ რომ, რაც არ უნდა ეჭვი არსებობდეს, ოჯახს ამას ვერ დაუდასტურებთ, ვინაიდან ეს ლაბარატორიულად დასაბუთებული არ არის. თავდაპირველად უფრო მკაცრი რეგულაციები იყო, გარდაცვლილიას სახლში მიყვანის უფლებას ფაქტიურად არ აძლევდნენ, ჭირისუფალი შორიდან ესწრებოდა პროცესს.
ეხლა როგორც ირკვევა, მთლად ასეთი კატასტროფულად საშიში არ არის მიცვალებული და ამიტომ დართეს ნება, ოჯახში გადმოსვენების, ოღონდ რა თქმა უნდა, სპეციალურად შეფუთულია მიცვალებული. ჩვენთან ეს ტრადიციები არსებობს, აკოცონ გამოსამშვიდობებლად, ახლოს მივიდნენ და ამიტომ ამის რისკის შესამცირებლად, არ უნდა იყოს ახლო კონტაქტი მიცვალებულთან. სხვა შემთხვევაში ის რისკ არ წარმოადგენს. ერთადერთი ეს წესია, რომ არ იყოს შეხება, იმიტომ რომ პირველ დღეებში ჯერ კიდევ შეიძლება, რომ მიცვალებული ვირუსს გამოყოფდეს.
უმჯობესია, რომ ძალიან ახლო ოჯახის წევრებით შემოიფარგლოს დაკრძალვის ცერემონია და ადამიანები არ დადიოდნენ პანაშვიდებზე და შეკრებებზე, იმიტომ რომ ეს ის ადგილებია, სადაც შეიძლება ინფექცია გავრცელდეს, მე ახლა არ ვგულისხმობ მიცვალებულისგან გავრცელებულ ინფექციას, ვამბობ იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება. ძნელია ძალიან ჩვენს ტრადიციებს ასე მარტივად დავშორდეთ, მაგრამ დროებით სჯობს ასე მოვიქცეთ, რადგან ჩვენ ვხედავთ, თუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ.
– რამდენ ხანს რჩება ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმში, რამდენ ხანს არის დაზღვეული ადამიანი განმეორებითი ინფექციისგან?
– ჯერ დაზუსტებით არაა ცნობილი, მაგრამ დაახლოვებით 2 წელი, თუმცაღა, განმეორებითი ინფიცირების შემთვევები იშვიათად ფიქსირდება.
ინფექციონისტის რჩევები:
-ვინც არ არის ინფიცირებული მათთვის არის ერთი და ძალიან მარტივი რეკომენდაცია, პირბადე ძალიან კარგად იცავს, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ ხშირად გამოვიცვალოთ ის. ნუ ზოგის არგუმენტი არის, რომ არაა ადვილი დღეში 2-3 პირბადის შეძენა, ძვირია, მაგრამ შეიძლება ვიქონიოთ რამდენიმე ნაჭრის პირბადე, ქსოვილის იყოს და ვცვალოთ ხშირად, დღის ბოლოს გავრეცხოთ, მერე ისევ ჩავალაგოთ სუფტა პარკში და მეორე დღეს ისევ ვიცვალოთ. არ არის აუცილებელი იყოს ერთჯერადი სამედიცინო პირბადე. ხელების დაბანვა რა თქმა უნდა ისევე, როგორც დისტანციის დაცვა. საბედნიეროდ არსებობს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებები, რომ ცოტა ხანი პირადი კონტაქტების გარეშე გავძლოთ, რაც ნაკლებად შევიყრებით ერთად, მით უფრო ნაკლებად გავრცელდება ეს ინფეკცია.
-რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ინფიცირებულია და სახლში მკურნალობს, ვურჩევდი არ ინერვიულონ, რადგან უამრავი ადამიანი შესანიშნავად კურნავს საკუთარ თავს, თუმცა არიან ისეთები, ვისაც გართულებები მოყვება და მათ აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ “ოჯახის ექიმს” და შეიძინონ პულსოქსიმეტრი, რითაც, რაც შეიძლება ხშირად სისხლში ჟანგბადის შემადგენლობას გაიკონტროლებენ.