საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს ტელემაყურებელთა კვლევის შედეგებს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ.
კვლევა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “სონარმა” ჩაატარა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ სამცხე-ჯავახეთში გამოკითხულთა 50,5% და ქვემო ქართლში 37% უყურებს საქართველოს პირველ არხს.
აღსანიშნავია, რომ ქვემო-ქართლის ტელემაყურებელთა 67% და სამცხე-ჯავახეთში 57% აცხადებს, რომ ისინი სოციალურ ქსელს იყენებენ ახალი ამბების, გასართობი თუ საგანმანათლებლო პროგრამების სანახავად.
ორივე რეგიონში გამოკითხულთა 60% -ზე მეტი ფეისბუქი ასახელებს, როგორც ყველაზე ხშირად გამოყენებად სოციალურ ქსელს.