ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  რამდენიმე ოპოზიციური  პარტიისა და ბლოკის საარჩევნო სიები გააუქმა.

პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარემ პარტიების თავმჯდომარეების მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რეგისტრაცია გაუუქმდათ და პარტიული სიიდან მოიხსნენ შემდეგი 5 პოლიტიკური სუბიექტი:

  • საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“
  • „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“
  •  საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“
  • შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  • „ლელო – მამუკა ხაზარაძე“.

ცესკო-ს მიერ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, საარჩევნო სიაში მხოლოდ დეპუტატად არჩეული წევრები რჩებიან, რომელთა უფლებამოსილება მეათე მოწვევის პარლამენტმა 11 დეკემბერს სცნო.

თუ აღნიშნული პარტიების ან ბლოკების დეპუტატად არჩეული წევრები საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან, სიის დანარჩენი წევრებისთვის რეგისტრაციის გაუქმებით მათ ადგილმონაცვლედ პარლამენტში ვეღარავინ შევა.

წყარო: netgazeti.ge