ახალქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, დაკეტილი საზღვრების გამო, შინ ვერ ბრუნდებიან. დღეს, 14 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან სამველ მანუკიანთან, ახლობლების დაბრუნების ხელშეწყობის თხოვნით, 10 მცხოვრებზე მეტი მივიდა.
შენობასთან, სადაც “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბი მდებარეობს, ახალქალაქის ზოგიერთი სოფლიდან და თვითონ ქალაქიდან რამოდენიმე მაცხოვრებელი შეიკრიბა. მათ მმართველი პარტიის დეპუტატი, სამველ მანუკიანი შეხვდა.
დეპუტატთან შეხვედრის მიზეზი არის ის, რომ ამ ადამიანების ახლობლებს სახლში დაბრუნება არ შეუძლიათ. კორონავირუსის გამო, 2020 წლის გაზაფხულიდან, საქართველომ საზღვრები დაკეტა და მხოლოდ საქართველოს იმ მოქალაქეებს უშვებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან. ასევე ეს ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა ოჯახი საქართელოში იმყოფება, ანუ ქვეყანაში არასრულწლოვანი ბავშვი ან მეუღლე ჰყავს. საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ იმ უცხოელებს, ვისაც საქართველოში ბიზნეს მიზანი აქვს, თუ პირს გაფორმებული ან ხელმოწერილი აქვს კონტრაქტი. ყველა დანარჩენ შემთხვევაში უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ. არ არის გათვალისწინებული, მაგალითად ის, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში, აქვს დროებითი ბინადრობის მოწმობა ან სახლში მშობლებთან ბრუნდება.
შესაბამისად, ახალქალაქის ბევრი მცხოვრები უკვე მრავალი თვეა ამ სიტუაციიდან გამოსავალის ნახვას ცდილობს.
“დღეს არის ბევრი მოხუცი, ვისაც მომვლელი არ ჰყავს. მათ შვილებს ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ”,- ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.
წელს საქართველოს მოქალაქეებმა, კერძოდ ახალქალაქის მცხოვრებლებმა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებმა სხვა ქვეყნებში სამუშაოდ გასვლა ვერ მოახერხეს. გასვლა მოახერხეს მათ, ვისაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ. ახლა კი ბევრ მათგანს დაბრუნება არ შეუძლია. ძირითადად ეს არიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც დაოჯახებულები არ არიან.
“მათ ხომ იციან თუ რატომ აიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა- რადგან მუშაობის შესაძლებლობა ჰქონოდათ. რა მნიშვნელობა აქვს, შვილი ჰყავს თუ არა, დაოჯახებულია თუ არა. ცოლი არა, მაგრამ მშობლები ჰყავს, რომლებსაც მოვლა ესაჭიროებათ. თუ ერთ ადამიანს შემოუშვებენ ეფექტური არ იქნება. კანონი უნდა შეცვალონ, რათა ხალხმა სახლში დაბრუნება მოახერხოს. მართალია ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ იქ ცხოვრება არ უდნათ, თქვენ ეს კარგად იცით”,- ამბობს სხვა მცხოვრები, რომელიც დეპუტატთან დახმარების სათხოვნელად მივიდა.
ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ბრუნდებიან სტუდენტებიც.
“ჩვენი შვილები სახლში ვერ ბრუნდებიან. ზოგიერთის მშობელი ვერ ბრუნდება, ზოგი რუსეთშია, ზოგი სომხეთში. 10-11 თვე საზღვარგარეთ არიან. ჩემი გოგო აქ დაიბადა, აქ დადიოდა სკოლაში. სომხეთში სასწავლებლად წავიდა, სახლში ვერ ბრუნდება. ის 19 წლისაა, სულ ტირის, ჩვენც მასთან ერთად ვტირით. ის რუსეთის მოქალაქეა, დროებითი საქართელოს ბინადრობის მოწმობა არ აქვს”,- ამბობს სტუდენტის მამა, რომელსაც სახლში დაბრუნება არ შეუძლია.
შეკრებილმა საზოგადოებამ დეპუტატს წერილობითი განცხადება გადასცა. ხელმომწერებს შორის 9 მშობელია, რომლებსაც შვილების დაბრუნება სურთ, და ერთს სურს, რომ მამა შემოუშვან ქვეყანაში. განცხადებაში აღინიშნება, რომ შესაბამის უწყებაში არაერთხელ მიმართეს, ასევე stop.gov.ge გვერდზე შეავსეს აპლიკაცია, მაგრამ არავითარი პასუხი არ მიიღეს. ადამიანები განცხადებაზე რეაგირებას და მათი ახლობლების სახლში დაბრუნებაზე დახმარებას ითხოვენ.
სასოწარკვეთილი მშობლები ყველაფრისთვის არიან მზად, მათ შორის თანახმა არიან კარანტინის თანხა გადაიხადონ, ან ტესტირების პასუხები უზრუნველყონ.
თუმცა, ეს საქმეს ალბათ ვერ დაეხმარება. როგორც პარლამენტის დეპუტატმა სამველ მანუკიანმა თქვა, მას დახმარების თხოვნით ბევრი მიმართავს.
“მე უკვე 100-ზე მეტმა ადამიანმა მომმართა. ჩვენ ვერაფერს შევცვლით, რადგან საქართველო არ არის ვალდებული სხვა ქვეყნის მოქალაქეები მიიღოს. ქვეყანაში შემოსვლის ნებას მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში რთავენ. ძირითადად ეს ხდება იმ შემთხვევებს, როდესაც მაგალითად, შეუძლიათ დაასაბუთონ, რომ მშობლები არიან მარტო და მოვლა ესაჭიროებათ. ან თუკი მშობელი გარდაეცვალა. ასე იქნება 31 იანვრამდე”.