დღეს, 14 დეკემბერს ახალქალაქი-ახალციხის გზაზე BMW, Мercedes С class და Мercedes E class მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. საბედნიეროდ დაშავებულები არ არიან.

ერთ-ერთი მძღოლის თქმით, 3 ავტომანქანა ერთმანეთს, ახალციხეში მიმავალი მე-4 ავტომანქანის წარუმატებელი მანევრის მიზეზით შეეჯახა. მისი მტკიცებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლის თქმით, მათი მისვლის დროს მე-4 ავტომანქანა, რომელიც შეჯახების მიზეზი გახდა, ადგილზე არ იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე საგზაო პატრულის თანამშრომლები მუშაობდნენ. მათ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეებს ადმინისტრაციული კანონდარღვევის პასუხისმგებლობისათვის ჯარიმა გამოუწერეს.

1

2