დღეს, 14 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელის, გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 6 შემთხვევა ფიქსირდება ახალციხეში, 1 ადიგენში, 2 ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 1- ბორჯომში, 0- ნინოწმინდაში და 8- ასპინძაში. გამოჯანმრთელდა 1437 მოქალაქე.
როგორც მან JNEWS- ს განუცხადა, საერთო ჯამში, რეგიონში 1 219 ადამიანია იზოლირებული, აქედან 325 – ახალციხეში, 124 – ახალქალაქში, 317 – ბორჯომში, 16 – ნინოწმინდაში, 154 – ასპინძაში და 283 – ადიგენში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში 47 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის 138 ადამიანის ტესტის შედეგებს ელოდებიან.