მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 72 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.
მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ – 19-ით ინფიცირების 72 109 884 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 50.4 მილიონი ადამიანი, 1 611 000 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.