დღეს, 10 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამცხე-ჯავახეთში სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, COVID-19-ით ინფიცირების 3 106 ახალი შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. მათ შორის, 248 – ახალქალაქში და 128 – ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, აქედან 24 შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში, 12 – ადიგენში, 3 – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 28 – ბორჯომში, 0 – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, 8 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 1 343 ადამიანია იზოლირებული, აქედან 484 – ახალციხეში, 117 – ახალქალაქში, 336 – ბორჯომში, 21 – ნინოწმინდაში, 140 – ასპინძაში და 291 – ადიგენში.
საკარანტინე ზონებში 117 ადამიანი რჩება, აქედან 64 – ახალციხეში, ხოლო 53 – ბაკურიანში. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსული ინფექციის შედეგად სიკვდილიანობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ 1209 ადამიანი გამოჯანმრთელდა რეგიონში, 23 გარდაიცვალა. ამ დროისთვის კიდევ 47 ადამიანის ტესტის შედეგებს ელიან.