დღეს, 8 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სამცხე-ჯავახეთში COVID-19 ინფიცირების 2 958 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 238 ახალქალაქში და 127 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, საიდანაც 30 შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში, 19 – ადიგენში, 7 – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 43 – ბორჯომში, 1 – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, 11 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 1,309 ადამიანი იზოლირებულია, აქედან 495 – ახალციხეში, 107 – ახალქალაქში, 318 – ბორჯომში, 29 – ნინოწმინდაში, 139 – ასპინძაში და 221 – ადიგენში. საკარანტინე ზონებში 243 ადამიანი რჩება, აქედან 57 ახალციხეში, ხოლო 186 – ბაკურიანში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსული ინფექციის შედეგად სიკვდილიანობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
35 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ 1111 ადამიანი გამოჯანმრთელდა რეგიონში, 23 გარდაიცვალა. ამ დროისთვის 15 ადამიანის ტესტის შედეგებს ელოდებიან.