წლეულს ქალაქისა და სოფლების გზების დასასუფთავებლად ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 100 000 ლარი გამოყო. აღნიშნული სამუშაოების ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ახალქალაქის მერიამ გუშინ, ახალქალაქის ქუჩებსა და სოფლების: ბავრის, დილისკის, დავნიას, ორჯას, აზავრეთის, ალათუმანის, ხანდოს გზებზე რეაგენტების დაყრასა და თოვლისგან გაწმენდისთვის 100 000 ლარის ტენდერი გამოაცხადა. გზების საერთო სიგრძე 174 კმ-ს შეადგენს. საერთო ჯამში 1173.5 საათი სამუშაო და 70 ტ რეაგენტია გათვალისწინებული.
ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიამ, რომელმაც ტენდერი მოიგო, საკუთარი მოვალეობები 2021 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს. ტენდერი 15 დეკემბრიდან იქნება გახსნილი.
2020 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა თოვლის დასუფთავებასა და რეაგენტების დაყრაზე 99 998 ლარი გამოყო. თუმცა, ტენდერი კომპანია “ჯავახ ავტო გზამ” 97 997 ლარით მოიგო.