საქართველოს ხელისუფლების პროგრამით სუბსიდირდება ფქვილის პირველი ხარისხის რეალიზატორები, რათა ქვეყანაში პურის ფასი არ შეიცვალოს, თუმცა ახალქალაქში ფქვილის ფასი გაიზარდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, პურზე ფასის გაძვირების თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლება პირველი ხარისხის ფქვილის ფასის სუბსიდირებას განახორციელებს.
პროგრამის ხანგრძლივობა ოთხი თვეა, ხოლო საერთო ბიუჯეტი 10 მილიონ ლარს შეადგენს (3 მილიონ დოლარზე მეტი).
ფქვილის საწარმოებისთვის განისაზღვრება ფიქსირებული ფასი (50 კგ ტომარა ფქვილი- 53 ლარი (16,2 დოლარი). სუბსიდირების თანხა ერთ ტომარაზე 10 ლარამდე შეადგენს.
ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, ახალქალაქის საბითუმო და საცალო მაღაზიებში ფქვილი გაძვირდა.
ახალქალაქის პურის ერთ-ერთი საცხობის მფლობელი: “დიახ, ფქვილი გაძვირდა, თუკი ადრე 38 ლარად ვყიდულობდით, ახლა 65 ლარი ღირს. ვისთანაც მუდამ ვყიდულობდი ფქვილს, ის ფქვილი არ არის, რომლითაც მუდამ ვაცხობდი, ეს არის “კარმენის” ხარისხის ფქვილი. თუმცა, ფქვილზე ფასი დღითიდღე იზრდება, გუშინ ნინოწმინდაში ფქვილის გამყიდველს დავურეკე, მან მითხრა, რომ ფასები გაიზარდა. ახლა ირკვევა, რომ სუბსიდია ვრცელდება მათზე, ვისაც დიდი საცხობი აქვს, ასეთი დიდი, რამდენადაც მე ვიცი, ორია, ერთი თბილისში, მეორე გორში. ამჟამად ფქვილის ფასი 65 ლარს შეადგენს”, – ამბობს ადამ აივაზიანი.
JNEWS-ი შეეცადა ფქვილის ფასების დაზუსტებას იმ ხალხთან, ვინც საბითუმო ვაჭრობით არის დაკავებული.
“მთელ მსოფლიოში გაიზარდა ფქვილზე ფასი. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროგრამა გათვალისწინებულია მათთვის, ვინც თვეში 30 ტონზე მეტ პურს აცხობს, ამიტომ საცხობის მფლობელმა ეს მეწარმეობიდან უნდა მიიღოს. ორი დღის წინ მივიღე 55 ტონა, ადრე ფქვილს 53-54 ლარად ვყიდულობდი, ახლა 10-12 ლარით გაძვირდა, ფქვილის ხარისხიდან გამომდინარე. ხალხიც და საცხობის მფლობელებიც უკმაყოფილონი არიან, მაგრამ ჩვენ რის გაკეთება შეგვიძლია? ხელისუფლებას უჩივლონ!, – თქვა ფქვილის ერთ-ერთმა მყიდველმა.
ნინოწმინდის ფქვილის გამყიდველებიც აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების სუბსიდირების პროგრამა მათზე არ ვრცელდება.
იმის გასარკვევად, თუ რა ფასებია უშუალოდ საწარმოებში, JNEWS -ი ფქვილის მეწარმეებს დაუკავშირდა. “სუბსიდია ეხება იმ საცხობებს, რომლებიც თვეში 20 ტონაზე მეტ ფქვილს ყიდულობენ. ფქვილის ფასი არ შემცირებულა იმ საცხობებისთვის, რომლებიც 20 ტონაზე ნაკლებ ფქვილს ყიდულობენ”.
რას ითვალისწინებს სუბსიდია?
საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული №716 განკარგულების თანახმად, პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 53 ლარის დონეზე დარჩება, ხოლო გაძვირების შემთხვევაში 10 ლარს სახელმწიფო ბიუჯეტი გადაიხდის.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში პირველი ხარისხის ფქვილის რეალიზაციით დაკავებულ ბენეფიციარს, ფქვილზე ყოველთვიური სუბსიდია ეკუთვნის არანაკლებ 500 და არაუმეტეს 10 000 ტონა ხორბლის ექვივალენტისა.
თუკი ბენეფიციარი ვალდებულებებს არ ასრულებს და სუბსიდირების პირობებს არღვევს, ის ვალდებულია სახელმწიფოს სუბსიდიაში მითითებული თანხა დააბრუნოს, რის შემდეგაც დაინიშნება ჯარიმა, რომელიც მიღებული სუბსიდიის ზომით განისაზღვრება, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარისა.
წლის განმავლობაში საქართველო 500-700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მარცვლეულის 10%- ადგილობრივი წარმოებაა. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. ამ მარცვლეულის იმპორტიდან რუსეთის წილი 90%-ს შეადგენს.