ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსული ინფექციის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 4 673-ით გაიზარდა. 36 ადამიანი გარდაიცვალა. ო
ფიციალურ ვებგვერდზე – StopCov– იზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 169 649 შემთხვევაა დაფიქსირებული. იმავდროულად, ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 893 ადამიანმა დატოვა კლინიკა, ხოლო პანდემიის დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 141 392 პაციენტი. გარდაიცვალა – 1576.
ამჟამად საკარანტინე ზონაში 1,186 ადამიანი იმყოფება, 6 829 საავადმყოფოებში, 3 759 – კოვიდსასტუმროში. საქართველოს 41 მოქალაქე სხვა ქვეყნებიდან გადამოიყვანეს სამკურნალოდ.