“მიწისძვრამ ჩვენი სახლი არ დაანგრია, როგორიც იყო ისეთივე დარჩა, მაგრამ ხალხი შეიცვალა ძალიან, ხალხი ძალიან დაითრგუნა”,- მიწისძვრას, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა, იხსენებს ტერ ტათევ მარუკიანი, რომელიც გიუმრისთვის იმ საბედისწერო წელს, 5 წლის იყო.
მარუკიანების ოჯახი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც “ღვთის წყალობით” გადარჩა. როგორც თვითონ ტერ ტათევი ამბობს ის წლები მის მეხსიერებაში მშიერ, ცივ და მუქ უშუქობის წლებად დარჩა.
ტერ ტათევ მარუქიანს ბევრი რამ არ ახსოვს, ის ხომ ბავშვი იყო. მაგრამ მის მეხსიერებაში დარჩა ის, რომ მიწისძვრამდე ყველა დღესასწაული, მათ შორის ახალი წელიც, მხიარულად და ლაღად აღინიშნებოდა. ტრაგედიის გახსენებისას, მისი თვალები მწუხარებით შეივსო. ის ნელა და ჩაფიქრებული საუბრობდა.
“იმ დღეებში ავად ვიყავი, სახლში მარტო რომ არ დავრჩენილიყავით, მე და ჩემი და დეიდასთან ვცხოვრობდით. მასაც ორი შვილი ჰყავს: ბიჭი და გოგო. ისინი ბულვარის რაიონში, ცხრასართულიან შენობაში ცხოვრობდნენ, რომელიც მიწისძვრის დროს მთლიანად დაინგრა. მაგრამ ტრაგედიამდე ორი დღით ადრე, ექიმების რჩევით, ჩვენ ბებიასთან, ჰოქტემბერიანში (არმავირ) წავედით. ბებიასთან რომ არ წავეყვანეთ, ჩვენ იმ წუთას 9-სართულიან შენობაში ვიქნებოდით, რომელიც მიწასთან გასწორდა. დეიდაჩემის ოჯახსაც გაუმართლა, ისინი სახლში არ იყვნენ. თუკი ღმერთს გადარჩენა მოუნდება, ის ამას გააკეთებს. იმას კი არ ვამბობ, რომ სხვებზე ნაკლებად ცოდვილები ვიყავით, იმათზე ნაკლებად, ვინც 9 სართულიან შენობაში ცხოვრობდნენ. ბევრი ამბობს რომ ავადმყოფობა წყევლაა, მაგრამ მას გადარჩენაც შეუძლია”,- იხსენებს ტერ ტათევ მარუკიანი.
ტერ ტათევ მარუკიანი ახალქალაქში, “სურბ ხაჩ” ტაძრის მღვდელია. მისი თქმით, გიუმრიში ბევრი მღვდელია და ქალაქი მოსახლეობის რწმენისა და იმედის წყალობით გადარჩა. გიუმრიში ბევრი ღვთისმსახურია, იქ მიწისძვრის შემდეგ საეკლესიო-სამრევლო სკოლა გაიხსნა. ამ სასულიერო სასწავლებლის გახსნას ტერ ტათევი შემთხვევითობად არ თვლის.
როგორც კი საშინელი ამბავი გავრცელდა იმის შესახებ, რომ გიუმრი დაინგრა და ეს ქალაქი აღარ არსებობს, ტერ ტათევის მშობლები მაშინვე სახლში წასასვლელად გაემართნენ. თავიდან მისი წაყვანა არ უნდოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც წაიყვანეს გიუმრიში.
მათი სახლი გიუმრიში, მაშინ კიდევ ლენინაკანში, ოთხსართულიან შენობაში მდებარეობდა.
“როდესაც გარშემო ყველა დანგრეულ სახლებზე საუბრობდა, მე ჯერ კიდევ ჩვენს სახლზე ვფიქრობდი, რომ დანგრეული არ ყოფილიყო, და როდესაც იმავე დღეს ჩავედით, და ვნახე, რომ ჩვენი შენობა დგას, გამიხარდა, თითქოს სამყარო ჩემი ყოფილიყო. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რომ გარშემო ყველაფერი განადგურებულიყო”,- იხსენებს ტერ ტათევ მარუკიანი.
მაგრამ მოგვიანებით, საყოველთაო ტრაგედია მან საკუთარ თავზე განიცადა.
“მე ათი წელი ვსწავლობდი პატარა სახლებში და ნორმალურ სკოლაზე ვოცნებობდი. როდესაც სკოლა დავამთავრეთ, ჩვენი სკოლა ახალ შენობაში გადავიდა და ჩვენ მე-9 კლასელების გვშურდა. მაგრამ ახლა, როდესაც ვიხსენებ, პატარა სახლებში სწავლაც ტკბილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით მშივრები, გამოსაცვლელი ტანსაცმელიც არ გვქონდა. და როდესაც ვინმე ახალ ტანსაცმელს იცვამდა ყველა თითით აჩვენებდა, შემდეგ ხალხმა სამუშაოდ გასვლა დაიწყო და იქიდან რომ ჩამოდიოდნენ ჩვენ კანფეტებს გვაძლევდნენ, ეს გვაბედნიერებდა”,- ამბობს ტერ ტათევ მარუკიანი.
მიუხედავად ტკივილისა და ტანჯვისა, გიუმრიმ სირთულეები გადალახა.
“მათ ეს ღირსეულად გადაიტანეს ყველაფერი, ერთმანეთის დახმარებით. იმ დღეებშიც კი ხუმრობდნენ, რამაც გიუმრის მოსახლეობა გადაარჩინა. ამ ტკივილის გადალახვისას ხალხმა საკუთარ თავში ძალა მონახა და ოჯახების შექმნა კვლავ დაიწყო”,- ამბობს ტერ ტათევ მარუკიანი.
როგორც არ უნდა გვინდოდეს წარსულის დავიწყება, მისი ამოშლა შეუძლებელია. ცხოვრება კი გრძელდება…
მასალა JNEWS-ის მიერ შეგროვდა და გამოქვეყნდა 2016 წლის 7 დეკემბერს