დღეს, 7 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ სამცხე-ჯავახეთში, COVID-19 ინფექციის 2 846 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 231 ახალქალაქში და 126 ნინოწმინდაში.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, აქედან დაფიქსირებულია:
-15 ახალციხეში,
-7 ადიგენში,
-19 ბორჯომში,
-4 ასპინძაში,
– ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
საერთო ჯამში, რეგიონში 1 308 ადამიანია იზოლირებული, აქედან
524 – ახალციხეში,
109 – ახალქალაქში,
271 – ბორჯომში,
29 – ნინოწმინდაში,
138 – ასპინძაში,
237 – ადიგენში.
საკარანტინო ზონებში 243 ადამიანი რჩება, აქედან 57 ახალციხეში, ხოლო 186 ბაკურიანში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დაავადებისგან გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება.
31 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, რეგიონში 1076 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 23 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ტესტის პასუხს 4 მოქალაქე ელოდება.