გუდაური-კობის მონაკვეთში მოძრაობა ზვავის საშიშროების გამო აკრძალულია.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალზე (რუსეთის საზღვარი) გუდაურის მონაკვეთში (საფოსტო განყოფილება) კობის ტერიტორიაზე, ზვავის მაღალი საშიშროება არსებობს, რასთან დაკავშირებითაც ყველა სატრანსპორტო საშუალებისათვის მოძრაობა აკრძალულია.
გზის მეორე მხარეს მოძრაობა თავისუფალია.