კომუნალური გადასახადების სუბსიდირების სახელმწიფოს ანტიკრიზისულ პროგრამას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრიც შეუერთდა. ყველა ფიზიკური პირი, სერვისცენტრის აბონენტი, 4 თვის განმავლობაში წყლის გადასახადისგან გათავისუფლებულია.
2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით, ქალაქ ახალქალაქისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობა, რომელთაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ემსახურება, წყალმომარაგების მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდება. ახალქალაქის სერვისცენტრი ემსახურება ქალაქს და 8 სოფელს: დილისკა, ჩამძვრალა, ვაჩიანი, მურჯახეთი, ზრესი, კორხი, თოთხამი და ხულგუმო.
წყლის გადასახადისგან არ თავისუფლდებიან იურიდიული პირები.
ახალქალაქის სერვისცენტრს, მთლიანობაში, დაახლოებით 10 000 აბონენტი ჰყავს. აღნიშნული მომხმარებელმა შეასაძლოა ქვითრები მიიღოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა გადაიხადონ გადასახადი.