საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 164 976 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 137 499 გამოჯანმრთელდა, 1 540 კი გარდაიცვალა.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 267 ადამიანი, 6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 744 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში.
ამასთან, 6 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 321 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 301 ადამიანი.