დღეს, 6 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ სამცხე-ჯავახეთში, COVID-19 ინფექციის 2 801 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 231 ახალქალაქში და 126 ნინოწმინდაში.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, აქედან 17 შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში, 2 – ადიგენში, 2 – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 48 – ბორჯომში, 7 – ასპინძაში. ხოხლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
საერთო ჯამში, რეგიონში 1 408 ადამიანია იზოლირებული, აქედან 527 – ახალციხეში, 127 – ახალქალაქში, 316 – ბორჯომში, 19 – ნინოწმინდაში, 145 – ასპინძაში და 274 – ადიგენში.
საკარანტინო ზონებში 247 ადამიანი რჩება, აქედან 56 ახალციხეში, ხოლო 191 ბაკურიანში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი მოქალაქე ახალციხის მუნიციპალიტეტიდან. მათგან ერთი 63 წლის მამაკაცია, ხოლო ორი 71 და 81 წლის ქალი.
32 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, რეგიონში 1045 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 23 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ტესტის პასუხს სავარაუდოდ, 118 მოქალაქე ელოდება.