ნინოწმინდის რაიონის სოფელ ეფრემოვკის ხიდზე, სომხური სანომრე ნიშნებით, სატვირთო მანქანა გადაბრუნდა. სატვირთო მანქანის მძღოლის თქმით, ის დაბალი სიჩქარით მოძრაობდა, მაგრამ საგზაო-სატრასპორტო შემთხვევის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, რადგან გზის საფარი მთლიანად ყინულით იყო დაფარული.
Nor.ge- ს ინფორმაცის თანახმად, ნინოწმინდადან საბაჟო პუნქტამდე გზა ყინულითა დაიფარა, რომელსაც არავინ უვლის და გზას არ ეყრება მარილი ან ქვიშა.
სატვირთო მანქანის გადატრიალების შემდეგ მთელი ტვირთი გზაზე გადმოიყარა. მანქანას ფეხსაცმელი გადაქონდა. საბედნიეროდ, სატვირთო მანქანის მძღოლი არ დაშავდა. ადგილზე ნინოწმინდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.