გუშინ, სოფელ დილისკის მოსახელეობა პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან პროტესტის აქციით შეიკრიბა. სოფელში უკვე მრავალი წლის მანძილზე არსებული სასმელი წყლის მოუგვარებელი პრობლემა დეპუტატს, სამველ მანუკიანს წარუდგინეს.
სოფელ დილისკის ზედა ნაწილის მოსახლეობას უკვე 30 წელია სასმელი წყლის პრობლემა აქვს. როგორც ადამიანები ამტკიცებენ, ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ყოველთვის მიმართავენ, მაგრამ ამაოდ.
“ჩვენ სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს, 30-40 ოჯახს ამ ზამთრის პერიოდში სასმელი წყალი არ აქვს, ონკანებს ღიას ტოვებენ და წყალს ფლანდავენ. ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა არ არის. ჩვენ მოვედით და პრობლემის მოგვარებას ვთხოვთ, რათა ჩვენი ხელისუფლება ამ საკითხით დაკავდეს, მოაგვაროს და წყალი ყველას გვქონდეს. ამაში მოისაზრება ჩვენი მოთხოვნა”,- JNEWS-თან საუბარში განაცხადეს პროტესტის მონაწილეებმა.
სოფელ დილისკის ზედა ნაწილის მოსახლეობა მსგავს პრობლემას ასევე ზაფხულში, მორწყვის სეზონზეც აწყდება.
“სასმელი წყალი ზაფხულში, ორი თვის მანძილზეც არ გვაქვს, როდესაც მორწყვის სეზონი დგება და ისევ ამ პრობლემას ვაწყდებით. ჩვენი თხოვნაა, პრობლემა მოაგვარონ და ყველას ჰქონდეს წყალი, რომ ერთმა ათი ადამიანის წყალი არ მოიხმაროს, ხოლო სხვებს საერთოდ არ ჰქონდეს ის.
რამდენი წელია ეს პრობლემა დგას, ჩვენ მუდამ მოვდივართ, ვჩივით, ვთხოვთ, მოვითხოვთ, მაგრამ საკითხის მოგვარება არ ხდება, საქმე არ კეთდება. გვეუბნებიან, წყლის საფასური გადაიხადეთო, კვარტალის გადასახადი შეაგროვეთო, მაგრამ როგორ გადავიხდით იმ წყლის გადასახადს, რომელსაც არ ვიყენებთ? ყველამ იცის, ხელმძღვანელობა, ერთი მეორეს მიყოლებით მოდიოდა და მიდიოდა, მაგრამ საკითხი კვლავ მოუგვარებელია”,- განაცხადა სოფელ დილისკის მოსახლეობამ.
ხალხი იმედოვნებს, რომ ახალი ხელმძღვანელობა პრობლემას გაეცნობა და გადაწყვეტს.
დეპუტატი სამველ მანუკიანი სოფლის მოსახლეობას შეხვდა, მოუსმინა და განცხადება მიიღო. მაგრამ JNEWS-ის შეკითხვაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, მან გვიპასუხა, რომ ვერაფერს იტყვის, რადგან უნდა გაეცნოს პრობლემას.