ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის გამო, როგორც ქალაქის, ასევე სოფლების ყველა სკოლა 2 დეკემბრიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორის, ტერეზა ჩივჩიანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით საქართველოს განათლების სამინისტრომ მიიღო. მისივე თქმით, სწავლება ონლაინ-რეჟიმში წლის დასრულებამდე გაგრძელდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის გამო, სწავლების სისტემა სკოლებში კორონავირუსის ახალი გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით ყოველდღიურად იცვლებოდა. სკოლაში კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენისთანავე სასწავლო პროცესი ორი კვირით დისტანციურ რეჟიმზე გადადიოდა.