ანაიტ სტელმაშოვა ახალქალაქიდან, მოსკოვში “შელკუნჩიკ” საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსში საქართველოს წარადგენს.
1-ლ დეკემბერს, ანაიტ სტელმაშოვა ახალგაზრდა მუსიკოსთა ХI საერთაშორისო სატელევიზიო კონკურსზე “შელკუნჩიკ”, მაესტრო მიხაილ შეხტმანთან ერთად დაუკრავს.
პირდაპირი ეთერის ყურება შესაძლებელია ტელეარხ “კულტურაზე” მოსკოვის დროით 20:00 საათზე.
“მოსკოვი სტუმრებს ხვდება” ვლადიმირ სპივაკოვის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ყველაზე მასშტაბური პროექტია, სადაც UNESCO და EMCY (ახალგაზრდების მუსიკალური კონკურსების ევროპული გაერთიანება) მონაწილეობს.
“მოსკოვი მეგობრებს ხვდება” 2020 წლის XVII საერთაშორისო ფესტივალის დევიზია- “მშვიდობა შემომავალს!”