საქართველოს პირველი არხის მაყურებლები მასშტაბური საბავშვო შოუს – “ევროვიზია 2020”-ის პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას დღეს, 20:00 საათზე იხილავს. ბავშვთა ევროპულ ფესტივალზე საქართველოს სანდრა გადელია წარმოადგენს. ის მეშვიდე ნომრად იმღერებს. კონკურსის ფინალს გერმანელი მონაწილე გახსნის.
კონკურსანტი საქართველოდან შეასრულებს გიგი კუხიანიძის სიმღერას „შენ მარტო არ ხარ“. მუსიკალური ნომრის ვიდეოგადაღებები თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე მიმდინარეობდა. აკუსტიკურ სტილში გადაღებული ვიდეოს რეჟისორი ზაზა ორაშვილია. სანდრა გადელიას გარდა, ვიდეოში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მიც“ მონაწილეობს.
სანდრა გადელიას საკონკურსო სიმღერაზე კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ იმუშავა, ტექსტი კი თემო საჯაიას ეკუთვნის.
2020 წლის საბავშვო ევროვიზია პოლონეთის დედაქალაქში 29 ნოემბერს გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წლეულს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. შოუს ტრანსლირება ვარშავის სტუდიიდან მოხდება, ხოლო მონაწილეები საკონკურსო სიმღერას საკუთარი ქვეყნის სტუდიაში შეასრულებენ. საბავშვო ევროფესტივალში 12 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ევროფესტივალის სლოგანია Move the world! („აამოძრავე მსოფლიო!“).
ონლაინ ხმის მიცემა საბავშვო ევროვიზიისთვის ხმის მიცემის დროს. Junioreurovision. შესაძლებელია ტელევიზორში. ხმის მიცემა შესაძლებელია ინტერნეტით – მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ვიდეოს ნახვის შემდეგ შეგიძლიათ ხმა მისცეთ სამ ფავორიტს, მათ შორის საქართველოს. ხმის მიცემა დასრულდება 29 ნოემბერს, 20:00 საათზე. დღეს პირდაპირ ეთერში, ყველა სიმღერის შესრულების შემდეგ, ხმის მიცემა შეგიძლიათ მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში.