პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვები ამოქმედდება პენიტენციურ დაწესებულებებშიც.
უწყების განცხადებით ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2020 წლის პირველ იანვრამდე შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო ამავე კოდექსით განსაზღვრული ამანათების უფლება შეუჩერდათ მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე.
„მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში. შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებებს ეპიდვითარებიდან გამომდინარე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებს“, – აღნიშნულია პენიტენციალური სამსახურის განცხადებაში
28 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალ შეზღუდვები ამოქმედდა. იკრძალება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. მუშაობას აჩერებენ რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები.