საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, 1 დეკემბრიდან სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები სომხურ-ქართულ საზღვარზე ბაგრატაშენ-სადახლოს და გოგავან-გუგუთის საკონტროლო გამშვები პუნქტით გადასვლას დაუბრკოლებლად შეძლებენ.

“გაცნობებთ, რომ 1 დეკემბერს, 00:01 საათიდან, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებისთვის სომხურ-ქართულ საზღვარზე ბაგრატაშენი-სადახლო და გოგავან-გუგუთი გაიხსნება. ბავრა-ნინოწმინდის საკონტროლო გამშვები პუნქტი მუშაობას კვლავ 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს”, – ნათქვამია საქართველოში სომხეთის საელჩოს განცხადებაში.