“საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური გაერთიანებების” კანონის თანახმად მიღებული ხმების საერთო რაოდენობიდან, პროპორციულ სიებში ქალბატონების რაოდენობისა და მიღებული მანდატების საბოლოო რაოდენობიდან გამომდინარე პარტიები დაფინანსებას ქვეყნის ბიუჯეტიდან მიიღებენ. რასაკვირველია, დიდ თანხას მიიღებს “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო”- პარტია, რომელმაც ხმათა უმრავლესობა დააგროვა.
კანონმდებლობიდან გამომდინარე, მმართველი პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” 2021 წელს, პარლამენტის პროპორციული არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5,1 მილიონ ლარზე მეტ დაფინანსებას მიიღებს. სიდიდით შემდეგ დაფინანსებას ყოფილი მმართველი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიიღებს- დაახლოებით 2,3 მილიონი. პარტიები, რომლებიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია” საარჩევნო ბლოკში შედიან, ასევე მიიღებენ დაფინანსებას, თანხა შემდეგნაირად განაწილდება:
“სახელმწიფო ერისათვის” — 240 ათასი ლარი;
“პროგრესი და თავისუფლება” — 12 ათასი ლარი;
“საქართველოს რესპუბლიკური პარტია” — 204 ათასი ლარი;
“ევროპული დემოკრატები” — 360 ათასი ლარი;
დაფინანსების სიდიდით მესამე ადგილას “ევროპული საქართველო” საპარლამენტო პარტიაა, რომელსაც 1,1 მილიონი ლარის მიღება შეუძლია. მეოთხე ადგილას- “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”- 1 მილიონ ლარზე მეტი. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, დაფინანსება შემდეგნაირად განაწილდება:
“გიორგი ვაშაძე — სტრატეგია აღმაშენებელი” — 939 925 ლარი;
“კანონი და სამართლიანობა” — 104 436 ლარი;
“ლელო” — 803 560 ლარი;
“გირჩი” — 777 990 ლარი;
“ალეკო ელისაშვილი — მოქალაქენო” — 497 406 ლარი;
“საქართველოს ლეიბორისტული პარტია” — 289 710 ლარი;
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველა პარტია არჩევნების ფალსიფიცირების გამო პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და როგორც ისინი ამტკიცებენ, ამჟამად ათმა პოლიტიკურმა პარტიამ საბიუჯეტო ფინანსირების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თანხმობა გაუგზავნა.
ცესკოში თანხმობა შემდეგმა პარტიებმა გააგზავნეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია” ბლოკის წევრებმა: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სახელმწიფო ერისათვის”, “პროგრესი და თავისუფლება”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია” და “ევროპელი დემოკრატები”. ცესკოში თანხმობა ასევე გააგზავნეს შემდეგმა პარტიებმა: “გიორგი ვაშაძწე- სტრატეგია აღმაშენებელი”, “კანონი და სამართლიანობა”, “ევროპული საქართველო” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”. საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, სახელმწიფო დაფინანსების უფლებას 14 პარტია მიიღებს. ამჟამად ცესკოში მიმართვა არ გაუგზავნია “ლეიბორისტულ პარტიას”, “მოქალაქენოს”, “გირჩს” და “ლელოს”.