ნოემბერში MYUVENTEX სპორტულ პორტალზე კარატე-დო W.K.F. “Tbilisi World Cup-Online Kumite” ონლაინ შეჯიბრი გაიმართა, პირველობაში მონაწილე სამ ახალქალაქელ სპორტსმენთაგან ორი, პრიზიორი გახდა.
შეჯიბრები ორგანიზებული იყო საქართველოს კარატე-დო ეროვნული ფედერაციისა და MYUVENTEX სპორტული პორტალის მიერ.
შეჯიბრში მონაწილეობდა დაახლოებით 160 სპორტსმენი სხვადასხვა ქვეყნიდან, მონაწილეთა ასაკი 6 წლიდან იწყებოდა და კარატეს ვეტერანებსაც მოიცავდა.
საქართველოს ჯგუფი წარდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სპორტსმენების სახით.
ახალქალაქის სპორტული სკოლა 3 სპორტსმენმა წარადგინა, რომლებსაც რაფაელ დარბინიანი ავარჯიშებს, მათგან ორმა საპრიზო ადგილები დაიკავა:
– აქსანნა ავეტიან (გოგონები) 16+ 1-ლი ადგილი
– კიმ ნორსოიან (გოგონები) 14-15 წელი მე-3 ადგილი
ჯგუფური ანგარიშით დამსახურებული მედლების რაოდენობის მიხედვით საქართველოს ჯგუფი 1-ლ ადგილზეა, ყაზახეთის ჯგუფი მე-2 ადგილზეა, რუსეთის ჯგუფი მე-3, ხოლო ინგლისის ჯგუფი მე-4 ადგილზე.