გუშინ, 26 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები და მათი ამოქმედებისა და შეჩერების რთული გრაფიკი ბევრ მოქალაქეს გაუგებრობაში ტოვებს. რეგიონების მოსახლეობას მთელ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების და დიდ ქალაქებში დაწესებული შეზღუდვების გარჩევა გაუჭირდა.
ახალქალაქში ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, ტანსაცმლის ბაზრობა და აგრაული ბაზარი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
26 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების ახალი პაკეტი 2 ნაწილს ითვალისწინებს: შეზღუდვები მთელი ქვეყნისათვის და შეზღუდვები დიდი ქალაქებისთვის. ამასთან შესაბამისობით, შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს 7 მსხვილ ქალაქს ეხება- თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავს, გორს, ფოთს, ზუგდიდს- ახალქალაქს არ შეეხო.
ჩაოთვლილ ქალაქებში სავაჭრო ობიექტები (სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიის და ჰიგიენის მაღაზიების, პრესის კიოსკების გარდა) მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ; იკეტება ღია და დაკეტილი ბაზრები, აგრარულის გარდა.
აღნიშნულის თანახმად, ახალქალაქში სავაჭრო ობიექტების ყველა სახეობა, ტანსაცმლის ბაზრობა და აგრარული ბაზრობა ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.