ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საახალწლო ნაძვის ხის და ქალაქ ახალქალაქის მორთულობის საკითხი კვლავ საკრებულოს დეპუტატების განხილვის საგნად იქცა. აღნიშნულ საკითხს დეპუტატების აკრიტიკა მოჰყვა, მაგრამ ბიუროში სამომავლო განხილვისთვის მაინც გაიგზავნა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება საკრებულოსგან ქალაქის ახალი საახალწლო განათების შესყიდვისთვის 14 100 ლარის გამოყოფას მოითხოვს, ამაში ასევე მონტაჟის და დემონტაჟის თანხა შედის.
წარმოგიდგენთ ხარჯთაღრიცხვას: მონტაჟისა და დემონტაჟისთვის 2000 ლარი, 800 ლარი სასაჩუქრე ტკბილეულისთვის, 1500 ლარი ფეიერვერკისთვის, 300 ლარი თოვლის პაპისთვის, 500 ლარი ციფრების “2020”-ის “2021” -ით შეცვლის ინსტალაციისთვის და 9000 ლარი ქალაქის ქუჩებისა და ნაძვის ხის განათებისათვის.
აღვნიშნავთ, რომ შარშან, ნაძვის ხის, სათამაშოების, განათების და ფეიერვერკის შესაძენად 19 500 ლარი მოითხოვეს. დეტალური ხარჯთაღრიცხვა გამოიყურებოდა შემდეგნაირად: 15 000 ნაძვის ხის შესაძენად და ქალაქის ქუჩების და ნაძვის ხის განათებისთვის, 4500 ფეიერვერკეისთვის.
ნაძვის ხის შესაძენი თანხის გარდა წლეულს, 14 100 ლარს ითხოვენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, ვალერი სტელმაშოვმა განმარტა, რომ შარშან მათ ქალაქისთვის ახალი საახალწლო განათება არ შეუძენიათ, ხოლო მოთხოვნილ თანხასთან დაკავშირებით განმარტავს: არ ვიცი, ბევრია თუ ცოტა. ჩვენ შარშან არცერთი ახალი საახალწლო განათება არ გვიყიდია, წელს ახალია საჭირო, თუკი სახსრებს გამოყოფენ, ახლებს შევიძენთ, თუ არა – ძველებს დავკიდებთ. ინტერნატის რაიონში და სამხედრო ქალაქის ნაწილში გვინდა დავკიდოთ. შარშანდელი სათამაშოების ნაწილი გაფუჭდა, ნაწილი დარჩა. ეს ყველაფერი მერიის დასაწყობების მომუშავემ ჩაიბარა და საწყობში მოათავსა.
აღვნიშნავთ, რომ ყოველ წელს საახალწლო ღონისძიებებისთვის სახსრები წლის განმავლობაში დაზოგილი სახსრებიდან გამოიყოფა. საერთო წლიურ ბიუჯეტში ეს ხარჯები არასდროს ყოფილა გათვალისწინებული.