საბაჟო გამშვებ პუნქტში „ნინოწმინდა“ მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქის, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 529,38 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 44 923 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის თანახმად, 15-16 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ნინოწმინდა”, „სარფი“ და „წითელი ხიდი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე ჩატარებული დათვალიერებისას, ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ოთხი ფაქტი გამოვლინდა. მებაჟე ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათი ბარგი და ავტომობილი დაათვალიერეს, სადაც დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
კერძოდ; საბაჟო გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდაზე“ მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონით 529,38 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 44,923 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ასევე, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობის (242,29 გრამი) შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – “სარფი” და “წითელი ხიდი”. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 22,076.51 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმები, შესაბამისად; 12,777.07 ლარის, 3,636.42 ლარისა და 5,663.02 ლარის ოდენობით შეეფარდათ.