საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge, განახლდა.
უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში 3,531 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 24 საათში 36 პაციენტი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 108 690 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 89170 გამოჯანმრთელდა და 1012 გარდაიცვალა.
კარანტინში 2,137 ადამიანი იმყოფება, 3,736 – კოვიდ-სასტუმროებში, ხოლო 6,221 ადამიანი საავადმყოფოშია სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.