დღეს, 20 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან COVID-19-ით ინფიცირების 1691 შემთხვევაა გამოვლენილი.
როგორც JNEWS-ს სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ აცნობა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 28 შემთხვევა დარეგისტრირებულია ახალციხეში, 6- ადიგენში, 3- ახალქალაქის მუნიპალიტეტში, 3- ასპინძაში, 4- ბორჯომში და 0- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
მთლიანად რეგიონში 1855 ადამიანია თვითიზოლირებული, რომელთაგან ახალციხეში-802, ახალქალაქში-115, ბორჯომში-334, ნინოწმინდაში-62, ასპინძაში-157, ადიგენში- 385.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად ლეტალური შემთხვევები არ ფიქსირდება, გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი.
ჯამში, რეგიონში გამოჯანმრთელდა 380 ადამიანი, დაიღუპა-16.