ახალციხის საკრებულოს ადგილობრივი დეპუტატის ავტომანქანა დაიწვა. ჰამბარცუმ ბაბოიანმა არ იცის, თუ რა არის ამის მიზეზი. ის აღნიშნავს, რომ მანქანა გამორთული ძრავით, სახლთან ახლოს ეყენა. შემთხვევის ადგილზე შესაბამისმა ორგანოებმა საგამოძიებო სამუშაოები ჩაატარეს. დეპუტატი იმედოვნებს, რომ გამოძიება დაწვის მიზეზს დაადგენს.

დაზიანებული ავტომობილი ახალციხის საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. მანქანის წინა ნაწილი დამწვარია. დარაჯის თქმით, ავტომობილი 16 ნოემბერს, გვიან ღამით მიიყვანეს.

ეს საკრებულოს დეპუტატთან დაკავშირებული პირველი შემთხვევა არ არის. 2017 წლის 2 დეკემბერს ჰამბარცუმ ბაბოიანის ავტომანქანასთან ახლოს მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც მისი ავტომანქანა დაზიანდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

იმის შესახებ, თუ დაკავებულია მომხდარ დანაშაულზე ეჭვმიტანილი პირები – უწყებაში არავითარ ინფორმაციას არ იტყობინებიან.

სტატიის წყარო: tv9news.ge