საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 145 აჭარას უკავშირდება

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 145 აჭარას უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 145 აჭარას უკავშირდება, 29 კი თბილისს.

„გუშინდელი მონაცემებით 2562 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა 196 ახალი შემთხვევა. 196-ის განაწილება ასეთია: აჭარა, ბათუმი – 144, ქობულეთი – ერთი, თბილისი – 29, იმერეთი, ქუთაისი – შვიდი, საჩხერე – ერთი, შიდა ქართლი, გორი – ოთხი, ქვემო ქართლი, გარდაბანი- სამი, გურია, ოზურგეთი ოთხი, ზემო სვანეთი, სამეგრელო, ზუგდიდი – ორი, ფოთი – ერთი, მცხეთა – ერთი“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, აჭარა კვლავ საყურადღებო ადგილად რჩება.

„დიდი ნაწილი კვლავ აჭარაზე მოდის, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძალებია მიმართული აჭარისკენ. იმედი გვაქვს, ძალიან მალე მოხდება შემთხვევების შემცირება, ლოკალიზება და ალბათ ლიკვიდაციაც მალე უნდა განხორციელდეს აჭარის სივრცეში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე