საქართველოში მოსახლეობის 83.8% -ს აქვს ინტერნეტი. წარმოგიდგენთ 2020 წლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს , რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის “საქსტატის” მიერ ჩატარდა.
ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 4.6% -ით გაიზარდა. საქართველოს ქალაქებში ინტერნეტს მოსახლეობის 90.7% იყენებს, ხოლო სოფლებში – 74.5%.
კვლევის თანახმად, ქართველი მომხმარებლების 89,2% ინტერნეტში შედის ყოველდღიურად, 9,4% – კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1,4% – კიდევ უფრო იშვიათად.
ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზნები:
სოციალური ქსელების გამოყენება – 95,2%;
აუდიო ან ვიდეო საშუალებების გამოყენება – 86.1%;
ახალი ამბების, გაზეთების, ჟურნალების კითხვა – 54.9%;
ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება – 51.4%;
ელ.ფოსტის გაგზავნა/ მიღება – 47.6%;
საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება – 38,5%;
ინტერნეტ ბანკით სარგებლობა – 34,7%;
პროგრამული პროდუქტის ჩამოტვირთვა (თამაშების გარდა) – 17,9%;
სამსახურის მოძებნა ან CV გაგზავნა – 14,2%.
თავის კვლევაში “საქსტატ”-მა დაითვალა ისინი, ვინც ინტერნეტით კომპიუტერიდან და მობილური ტელეფონიდან სარგებლობს.
აღმოჩნდა, რომ 6 წლის ასაკიდან ზემოდ საქართველოს მოსახლეობის 86.5% -ს აქვს მობილური ტელეფონი, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 1.7% -ით მეტია.