ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება გრძელდება. როგორც მანამდე,  JNEWS-მა მკითხველს აცნობა, მიმდინარე წლის 21 ივლისიდან დაწყებული, დაჯარიმდებიან იმ ავტომობილების მძღოლები, რომლებსაც ტექდათვალიერება არ გაუვლიათ.

ავტომობილებს, რომლებსაც ტექდათვალიერება არ გაუვლიათ, ასევე “ჭკვიანი კამერები” აჯარიმებენ, მაგრამ ამჟამად ახალქალაქში “ჭკვიანი კამერები” არ მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, 21 მარტს შემოღებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ტექდათვალიერება და ჯარიმები დროებით გადაიდო. ხელისუფლების გადაწყვეტილებით ყველა სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ტექდათვალიერება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უნდა გაევლო, მისი გავლა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან, 60 დღის განმავლობაში შეეძლო.

ამასთანავე, 1 აპრილიდან, საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერების ახალი წესები ამოქმედდა, რომელთა გათვალისწინებაც ავტომფლობელებს მოუწევთ.

შესაბამისად, მძღოლებს საჭის მექანიზმის გადატანა აეკრძალებათ. გადატანილი საჭის მექანიზმის მქონე ავტომობილები ვერ შეძლებენ პერიოდული ტექდათვალიერების გავლას. შეზღუდვები იმ მანქანებს არ შეეხება, რომლებსაც საჭის მექანიზმი 2020 წლის 1 აპრილამდე ჰქონდათ გადატანილი.

ასევე ტექდათვალიერების გარეშე რჩებიან ის ავტომობილები, რომელთა ბორბლების ცვეთა, მიუხედავად მათი მდგომარეობისა, 10 წელიწადს აღემატება. გარდა ამისა, იმ ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებმაც ტექდათვალიერება 1 აპრილის შემდეგ გაიარეს, უნდა წარადგინონ სერტიფიკატი დამონტაჟებული საწვავი გაზის ბალონის ვარგისიანობაზე.

პირველი აპრილიდან, ავტომობილებს უნდა ჰქონდეთ ნამწვის კატალიზატორები, რომელთა წყალობით გამონაბოლქვის, მავნებელი გაზის- CO-ს ოდენობა 0,7%-ს მაღალ ბრუნვებზეც კი არ აღემატება.

ის ავტომპობილები, რომლებსაც ტექდათვალიერება არ გაუვლიათ, 50 ლარით დაჯარიმდებიან.

თუ ავტომანქანა ერთი წლის განმავლობაში ტექდათვალიერების გარეშე ივლის, მფლობელი 600 ლარით დაჯარიმდებიან. ჯარიმის ერთი თვის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ავტომობილის მფლობელს საურავები ერიცხება. თუ ჯარიმას ექვსი თვის განმავლობაში არ გადაიხდიან, შესაძლოა მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოერთვას.