რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა რუსეთზე და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისა განაცხადა.
„საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვიტავს, ეს დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე და რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე საქართველოში“,- განცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ იმედი აქვს ფრენები საქართველოსთან უახლოეს მომავალში აღდგება.
მისი განცხადების კომენტირებისას, ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ნათია ტურნავამ თქვა, რომ რუსეთის მხრიდან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ ოფიციალური შეთავაზება თბილისს ჯერ არ მიუღია. თავის მხრივ, რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ ფრენების განახლების საკითხით თბილისი “იყო და არის დაინტერესებული”.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 20 ივნისის მოვლენების, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეწყვიტა.