3-დან 4 აგვიატომდე ბორჯომში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამუშაო შეხვედრას მართავს, სადაც ახალ სტრატეგიულ დოკუმენტს განიხილავენ.

3-დან 4 აგვისტომდე ბორჯომში, სასტუმრო “კროუნ პლაზაში”, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება, რომლებიც საქართველოს ეთნიკური უნცირესობების საკითხებით არიან დაკავებული. შეხვედრას ესწრებიან სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არასამთავრობო ირგანიზაციები, ასევე მედიის წარმომადგენლები, რომლებიც იმ ორ რეგიონში მუშაობენ, სადაც კომპაქტურად ცხოვრებენ ეთნიკური უმცირესობები – სომხები და აზერბაიჯანელები.

Borjomi vstrecha

შეხვედრაზე განიხილება ქვეყნის ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირებასთან დაკავშირებით 2020-2024 წლების სტრატეგია სახელწოდებით “სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია”.

შეხვედრა გახსნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ეკატერინე ციხელაძემ და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციის ასოციაციის წარმომადგენელმა- “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) დირექტორმა, ლაშა ჯუღელმა.

დოკუმენტი ასახავს ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირებასთან დაკავშირებულ ქმედებებს, რომელიც არ არღვევს მათი თვითმყოფადობის უფლებას კულტურის, ტრადიციების და ენის შენარჩუნებით.