6 მაისს, ახალქალაქში სახალხო დღესასწაულს — „წრატონს“ აღნიშნავენ. ქალაქის მცხოვრებლები და სტუმრები თავშანკას ან თავშან თაფას ბორცვზე („ამირანის გორა“) ადიან და 7 სიწმინდეს მოილოცავენ. ახალგაზრდებს უყვართ და მხარს უჭერენ ამ სახალხო ტრადიციას
ჯავახეთში ცრატონს უხსოვარი დროიდან, ყოველი წლის 6 მაისს აღნიშნავენ. არსებობს ლეგენდა, რომ ამ დღეს არავინ მუშაობს იმის შიშით, რომ არ „დაიკლაკნოს“ (არ დაებას პირ-სახე ან სხეული). ხალხს სჯერა, რომ ძველად ბევრი ადამიანი მუშაობდა ამ დღეს, რის გამოც მათ ხელ-ფეხი მაშინვე დაუმრუდდათ.
ხოლო თუ რამე გადაუდებელი საქმე იყო გასაკეთებელი, სასჯელის თავიდან ასაცილებლად, მუშაობის დასრულებისთანავე ცოტაოდენ ქერს თესავდნენ. სჯეროდათ, რომ დათესილი ქერი მრუდე გაიზრდებოდა და ამით სურბ გევორგის (წმინდა გიორგის) რისხვას საკუთარ თავზე აიღებდა.
ეს დღესასწაული ასევე „მნიშვნელოვანია“ ორსულებისთვის. ჯავახეთში ორსულ ქალებს ამ დღეს რაიმე საქმის კეთებას უკრძალავენ, განსაკუთრებით კი მჭრელი და მსხვერპლავი საგნების გამოყენებას. ჯავახეთში ირწმუნებიან, რომ თუ ამ დღეს ორსული ქალი საოჯახო საქმეებით დაკავდება, ბავშვი „ნიშნით“ დაიბადება. სწორედ ამიტომ, 6 მაისი ჯავახეთში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, უქმე დღეა.
დღესასწაული წრატონი, რომელიც ასეთი პოპულარულია ჩვენს საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ შეიცავს რელიგიურ ელემენტებს, არანაირ კავშირში არ არის სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის კალენდართან და დღესასწაულებთან.
გაზაფხული ახალქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ ცივია, მაინც მშვენიერი დროა. სიმწვანის ფონზე დათოვლილი მთები საინტერესო კონტრასტს ქმნის და სუნთქვას აჩერებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ქალაქის ხედი სიმაღლიდან, რომელიც ქვემოდან ძალიან პატარა ჩანს.
ყოველ წელს, ამ დღეს, ახალქალაქში წვიმიანი და ცივი ამინდია. ამინდი ხშირად დამაბრკოლებელი ფაქტორია მათთვის, ვინც ბორცვზე მომლოცველობისა და ბუნების წიაღში დროის სასიამოვნოდ გატარების მიზნით ადის, თუმცა ერთგული მომლოცველები, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ადიან მაღლობზე.
მომლოცველები ბორცვზე არსებულ სიწმინდეებთან სანთლებს ანთებენ, სურვილებს ჩაუთქვამენ და სჯერათ, რომ ეს სურვილები აუცილებლად შეუსრულდებათ.