საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 8 აპრილს ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს — ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3–4-ბალიანი შტორმი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში — ზვავსაშიშროება.

„აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ტერიტორიებზე — მეწყრულ-ეროზიული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალოა)“, — ნათქვამია განცხადებაში.