2026 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,8%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 4,3% შეადგინა — ამას მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

ანგარიშის მიხედვით, ამავე წლის მარტში საბაზო ინფლაციის დონემ, წლიურ ჭრილში, 2,8% შეადგინა, ხოლო წლიური საბაზო ინფლაცია თამბაქოს გარეშე 2,4%-ით განისაზღვრა.

ფასები კვლავ იზრდება — რა გაძვირდა ყველაზე მეტად?

„საქსტატის“ მონაცემებით, ფასები გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ასევე ტრანსპორტზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, თამბაქოს ნაწარმსა და სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე.

გამოცემა „BusinessPressNews“ დაინტერესდა იმ 10 პროდუქტით, რომელთა ფასებიც მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა.

ამ სიის პირველ ადგილს ქლიავი იკავებს – მისი ღირებულება წლიურად 92%-ით არის გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის მარტში ყველაზე მეტად გაძვირებული 10 პროდუქტის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ქლიავი – 92%;
  • მწვანე ლობიო – 57%;
  • ლიმონი – 51%;
  • მსხალი – 35%;
  • ბადრიჯანი – 33,9%;
  • ატამი – 33,2%;
  • ნედლი თევზი – 28%;
  • შებოლილი თევზი – 24%;
  • საზამთრო – 18,8%;
  • შოკოლადის ბატონი – 17,8%.