საქართველოში 3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე მოსალოდნელია პერიოდული ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი და ქარის გაძლიერება“ — ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია დასავლეთის ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო ბორცვიან და მთიან ადგილებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. საფრთხის დონე საშუალოა“, — ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.