ახალციხის ციხის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 530 000 ლარს შეადგენს. ტენდერში განაცხადების მიღება 17 აპრილს დაიწყება და 22 აპრილს დასრულდება.
ტექნიკურ დახასიათებაში აღნიშნულია, რომ ციხე-კომპლექსი დროთა განმავლობაში დაზიანდა და საჭიროებს კომპლექსურ აღდგენით სამუშაოებს მისი ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებისა და ისტორიული ავთენტურობის შესანარჩუნებლად.
„პროექტის განხორციელების შედეგად დაგეგმილია დაზიანებული შენობების სრული რესტავრაცია, რაც გაზრდის ახალციხის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას. რესტავრირებული ძეგლი ორგანულად ჩაეწერება ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გახდება კულტურული და სოციალური მიზიდულობის ცენტრი ადგილობრივი მოსახლეობისთვის“.
კომპლექსის შენობები, რომლებიც საჭიროებენ რეკონსტრუქციას:
„ძეგლის ამჟამინდელი სავალალო მდგომარეობის გამოსწორებისა და შენარჩუნების მიზნით, დაგეგმილია ახალციხის ციხის კომპლექსის რესტავრაციის პროექტის შემუშავება“, — ნათქვამია შესყიდვის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.