28-29 მარტს, ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში, კიკბოქსინგის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 9-დან 16 წლამდე ასაკის 234-მა სპორტსმენმა, რომლებიც საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენდნენ. ახალქალაქის 15 მონაწილიდან 10-მა საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
ტურნირი ათ წონით კატეგორიაში ჩატარდა. კიკბოქსინგის ფედერაციამ მადლობა გადაუხადა ახალქალაქის მერიას ყოველწლიური მხარდაჭერისთვის – სპორტული დარბაზის დათმობისთვის, ასევე ტურნირის თასებითა და მედლებით უზრუნველყოფისთვის.
„გამარჯვებულებს შორის არიან როგორც ჩემპიონები, ისე მოყვარულები. ჩემპიონები გამოცდილი სპორტსმენები არიან, რომლებმაც უკვე მიიღეს მონაწილეობა ბევრ, მათ შორის საერთაშორისო შეჯიბრში და დაიკავეს პირველი ადგილები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა ახალქალაქის გუნდის მწვრთნელმა, სერგეი ტონაკანიანმა.
პირველი ადგილები:
მეორე ადგილები: