23 მარტს, ახალქალაქის საფეხბურთო გუნდმა „აბულმა“ აგარაში „ქარელის“ წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი „აბულის“ სასარგებლოდ, ანგარიშით 2-0 დასრულდა. ორივე გოლის ავტორი რაფაელ დარბინიანია.

შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის რეგიონული ლიგის ფარგლებში გაიმართა. ეს გუნდისთვის რიგით მეორე მატჩი იყო (პირველი შეხვედრა „აბულის“ მარცხით დასრულდა).

შემდეგი მატჩი 31 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება. ახალქალაქის „აბული“ საკუთარ მოედანზე სოხუმის „ცხუმს“ უმასპინძლებს.