წარმოშობით ახალქალაქელი ლილია კოშატაშიანი მიელოდისპლასტიკური სინდრომით (ძვლის ტვინის დაავადება) არის დაავადებული. ოჯახი უკვე ერთი წელია ებრძვის სენს, თუმცა ამ ეტაპზე საკუთარი ძალებით გამკლავება აღარ შეუძლიათ. ლილიას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა, რადგან მისი ორგანოს მხოლოდ 20% ფუნქციონირებს. ოპერაცია აუცილებელია, რათა დაავადება მწვავე ლეიკოზში არ გადაიზარდოს.
ლილიას მშობლები ახალქალაქიდან სომხეთში მის დაბადებამდე გადავიდნენ. ახალქალაქში მცხოვრები ახლობლები მაქსიმალურად უდგანან ოჯახს მხარში და დახმარებას სთხოვენ ყველას, ვინც გულგრილი არ არის, რათა გოგონამ სიცოცხლისთვის ბრძოლა შეძლოს. ძვლის ტვინის გადანერგვა საზღვარგარეთ იგეგმება, რისთვისაც $40 000 არის საჭირო.
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ რეკვიზიტებზე:
საქართველოში (საქართველოს ბანკი / Bank of Georgia):
ანგარიშის ნომერი: GE54BG0000000537644357
მიმღები: ვ. ნ. (V. N.)
სომხეთში:
ამერიაბანკი (Ameria Bank), ბარათი: 4083060015991231
ამერიაბანკი (Ameria Bank), ანგარიში: 1570083090880900 (სონია გასპარიანი / Sonya Gasparyan)
ID ბანკი, ანგარიში: 11800632875101
IDram: 550496393 (სონია გასპარიანი)