საქართველოში ნათესი ფართობები კლებას განაგრძობს — ამას ადასტურებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემები.
კერძოდ, 2025 წელს ნათესმა ფართობმა 188,4 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც 1,6%-ით ნაკლებია 2024 წელთან შედარებით და 7,5%-ით ნაკლები 2023 წელთან შედარებით. ცნობისთვის, 2024 წელს ქვეყანაში ნათესი ფართობი 191,4 ათას ჰექტარს შეადგენდა, ხოლო 2023 წელს — 203,8 ათას ჰექტარს.
2026 წლის წინასწარი მონაცემებით, მარცვლეული კულტურების (ხორბალი, ქერი) საშემოდგომო ნათესმა ფართობმა 56,5 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 3,7%-იან კლებას წარმოადგენს.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო წლებში საშემოდგომო ნათესი ფართობები შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
2023 წელი – 66,7 ათასი ჰექტარი;
2024 წელი – 61,2 ათასი ჰექტარი;
2025 წელი – 58,7 ათასი ჰექტარი;
2026 წელი – 56,5 ათასი ჰექტარი.
რაც შეეხება საგაზაფხულო კულტურებს, ამჟამად ხელმისაწვდომია 2025 წლის წინასწარი მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ნათესი ფართობი წლიურ ჭრილში 0,46%-ით შემცირდა.
უფრო დეტალურად: 2025 წელს საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 129,7 ათასი ჰექტარი შეადგინა, 2024 წელს — 130,3 ათასი ჰექტარი, ხოლო 2023 წელს — 137,1 ათასი ჰექტარი.
საქსტატის მონაცემებით, შემცირდა საგაზაფხულო კულტურების (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, სიმინდი და პარკოსნები) საერთო ნათესი ფართობიც:
2023 წელი – 93,4 ათასი ჰექტარი;
2024 წელი – 90,9 ათასი ჰექტარი;
2025 წელი – 90,1 ათასი ჰექტარი.
საგაზაფხულო კულტურების ამ ჯგუფში ცალკეა გამოყოფილი სიმინდით, კარტოფილითა და ბოსტნეულით დათესილი ფართობები:
სიმინდი: 2023 წ. — 74,4 ათასი ჰა, 2024 წ. — 70 ათასი ჰა, 2025 წ. — 70,4 ათასი ჰა.
კარტოფილი და ბოსტნეული: 2023 წ. — 27,8 ათასი ჰა, 2024 წ. — 25,7 ათასი ჰა, 2025 წ. — 27,3 ათასი ჰა.