„არ არის შორს ის დღე, როდესაც ჩვენ მისი უწმინდესობის კანონიზაციის (წმინდანად შერაცხვის) საკითხს დავაყენებთ“, — განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. ეს განცხადება მან წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გააკეთა.

„რატომ არის მნიშვნელოვანი მასთან მიახლოება, მის სხეულთან და საფლავთან შეხება — მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ არ არის შორს ის დღე, როდესაც ჩვენ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს აღვძრავთ. გარდა იმ ფაქტისა, რომ სიწმინდის ერთ-ერთი ნიშანი საყოველთაო პატივისცემაა, რასაც ჩვენ ვხედავთ, უკვე არის განკურნების, სასწაულების შემთხვევები; მიდით, სთხოვეთ და მოგეცემათ, თქვენ ამას ნახავთ“, — თქვა მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.

ილია II-ს 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.